ილონ მასკი ისრაელს სავარაუდოდ მომავალ კვირაში ეწვევა

ილონ მასკი ისრაელს სავარაუდოდ მომავალ კვირაში ეწვევა
ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და X-ის მფლობელი ილონ მასკი, სავარაუდოდ, 27 ნოემბრიდან 3 მარტის პერიოდში ჩავა ისრაელში, რომლის დროსაც ის ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებს ეწვევა. ამის შესახებ N12news-ის -ის კორესპონდენტი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ს შეხვდება.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მასკის ისრაელში ვიზიტი ეწყობა მას შემდეგ, რაც ის ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს მის მიერ X-ზე გავრცელებული პოსტის შემდეგ, სადაც წერდა: „ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ”.
მასკის ეს განცხადება დაგმო თეთრმა სახლმა, რომლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ამერიკის მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
თავად მასკმა ანტისემიტიზმის ბრალდება უარყო და დაწერა: „არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ”
New: Officials in Israel are preparing for a visit by @elonmusk next week. He is expected to meet with Israeli PM @netanyahu and President @Isaac_Herzog , and visit the villages attacked by Hamas — יונה לייבזון yuna leibzon (@YunaLeibzon) November 23, 2023