“ქაცარავას უკრაინაში ვერ მისწვდა რუსეთი, მაგრამ მისწვდა საქართველოში – თუ გგონია, რომ…” – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პრემიერს მიმართავს

და­ვით ქა­ცა­რა­ვა 2022 წელს მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და საბ­რძოლ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იქ ვერ მის­წვდა, მაგ­რამ მის­წვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მარ­კე­ტა გრე­გო­როვა “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს.
ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­მარ­თავს, რომ თუ კო­ბა­ხი­ძეს ჰგო­ნია, რომ “ასე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს”, ცდე­ბა.
“ეს კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს მო­ტე­ხი­ლი ყბით, ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ას უტა­რე­ბენ. და­ვით ქა­ცა­რა­ვა 2022 წელს მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და საბ­რძოლ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში. რუ­სე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იქ ვერ მიწ­ვდა, მაგ­რამ მიწ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში.
თუ გგო­ნია, რომ ასე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, კო­ბა­ხი­ძე, მა­შინ ცდე­ბი”, – წერს გრე­გო­რო­ვა.
ცნო­ბის­თვის, “ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის” წევ­რის, და­ვით ქა­ცა­რა­ვას ოპე­რა­ცია დას­რულ­და და ის ამ­ჟა­მად ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.
კლი­ნი­კის „ემერ­ჯენ­სის“ გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ანა და­ლა­ქიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტის ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.
“მას სა­ხის არე­ში ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­შია. მხედ­ვე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია, ჯერ არ ვი­ცით, გვე­ცო­დი­ნე­ბა დი­ლით. ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა თვალ­თან მი­მარ­თე­ბით არ ყო­ფი­ლა“, – გა­ნა­ცხა­და ანა და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ