ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა

ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა
ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „იმედი Live-ში“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველას ახსოვს მაიდანის გამოცდილება, რამაც განახევრებული , გენოფონდი და ფაქტობრივად განადგურებული ქვეყანა დატოვა.
„ყველა რევოლუციამ ჩვენ უკან წაგვიყვანა. ეს გამოცდილება საზოგადოებაში უკვე არის. ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც. არსებობს მაიდანის გამოცდილება. განახევრებული უკრაინა, განახევრებული გენოფონდი, ფაქტობრივად აღარ არსებობს ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს რა იყო ჩვენთვის ომები და რა დაგვიტოვა. ეს მეხსიერებაა. შეიძლება იმ ახალგაზრდებს, ვინც იქ დარბის ეს მეხსიერება არ აქვთ და მათ ახალგაზრდული მაქსიმალიზმი აქვთ, ვინც მომზადებული არ არის, თორემ ვინც მომზადებულია ისინი ინსტრუმენტები არიან, იმათზე არ ვსაუბრობ. ამ სცენარის განმეორება არავის უნდა, ოდნავ მაინც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს და ასეთი დღეს 80% მაინც არის, ვისაც დასაკარგი აქვს რაღაც“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ