სტუდენტები დღეს 15:00 საათზე თსუ-ს I კორპუსიდან მსვლელობას გამართავენ

სტუდენტებმა დღეს, 15 მაისს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დაანონსეს. როგორც მოძრაობა დაფიონი Facebook-ზე წერს, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება.
“სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში

საქართველოს გზა ევროპაშია!

P.S ხვალ ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია – “საფრანგეთი 24” და იტალიური მსხვილი მედია – “ელ პერიოდიკო”. დასავლეთის ყურადღება და ამ საკითხში გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ!”, – ნათქვამია განცხადებაში.