პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის ს ბრძანებით, 15 მაისის 09:30 საათიდან პარლამენტში ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
მათივე თქმით, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანია პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.