უპერსპექტივო მოწოდებაა, ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება – ბექა ოდიშარია ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივაზე

“ლელოს” ლიდერის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ, უკვე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გაერთიანდნენ მცირე პარტიები.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციის გაერთიანების მიზანს ვერ ხედავს.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგს ვერ გამოიღებს.
“უპერსპექტივო მოწოდებაა, რადგან თავად განაცხადეს, როგორც გახარიას პარტიამ, რომ მათ აქვთ ანტაგონიზმი და ურთიერთშეუთავსებლობა. ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება იმისა, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა შინაარსით, რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის თავდაპირველად გაუგებარი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანვე იქნება აბსოლუტურად ცხადი და გასაგები”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს