“სპეცრაზმმა სცემა უმოწყალოდ, გონებაც დაკარგა” – ადვოკატი

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად – მას აქვს დაზიანებები სახისა და თავის არეში.
“ლაზარე არის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაზიანებები ძირითადად აქვს სახესა და თავის არეში, აქვს თავის ტკივილები. მოხდა მასზე დაკავების დროს ფიზიკური ანგარიშსწორება. სპეცრაზმმა სცემა უმოწყალოდ, გონებაც კი დაკარგა გარკვეული დროის განმავლობაში. დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, რომ მან ვითომ ხულიგნობა ჩაიდინა. ადგილზე არის ექიმი, რომელმაც აღწერა დაზიანებები, ამ ეტაპზე არ მიიღო ექიმმა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. შესაძლოა, იყოს ისეთი შინაგანი დაზიანება, რომ მას ესაჭიროებოდეს კვლევის ჩატარება. “- თქვა ქობესაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ