“ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს” – “მოქალაქეები”

პარტია მოქალაქეები საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას გააკეთა.
“დიახ, ჩვენ ვუერთდებით ბოიკოტს. მე და ქეთი თურაზაშვილი წარმოვადგენთ პარლამენტში პარტიას მოქალაქეები და ახლა იმ პარლამენტში რაიმე რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. ოთხი წელი მართლა გულით ვცდილობდი, რომ დამემტკიცებინა ხალხისთვის, იქ უბრალოდ ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მთელი გულით ვიყავი ყველაფერში ჩართული, მაგრამ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ბოიკოტს. პოლიტიკური პროცესი ახლა არის ქუჩაში მშვიდობიანი წინააღმდეგობის სახით რუსული ხელისუფლებისა და რუსული კანონის წინააღმდეგ”, – თქვა ელისაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ