სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოსაზე წინ დგას – მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტის დეპუტატი, მირიამ ლექსმანი პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა.
“ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას. სამწუხარო დღეა ქართული დემოკრატიისთვის”, – დაწერა ლექსმანმა სოციალურ ქსელში.
ის ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, რომ „დროა ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს ოლიგარქს და გვერდით დაუდგეს ქართველ ხალხს”.