ბატონ ო’ბრაიენს დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის – პრემიერი

ბატონ ო’ბრაიენს დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი [ო’ბრაიენთან] უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან და თუ იქნება რაიმე შენიშვნები, კიდევ ერთხელ, ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც დავუდასტურე. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორებისთვის, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენ გარშემო და ხდებოდა ორმხრივ ურთიერთობაში გასული სამი დღის მანძილზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ეს ბატონ ო’ბრაიენსაც დავუდასტურე“, – ამბობს .