აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო დღეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან ბევრი საყვედური მიიღო და სიზარმაცისა და გულგრილობის გადასაფარად მოიფიქრეს ბოიკოტი, რაც საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაში გამოიხატება.
“აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველოში დაცული იქნება ადამიანის უფლება იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს ეცოდინება, სად ხარჯავს ფულს უცხოური ძალა და დასრულდება ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის ხარჯვა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციას აღარაფერი ჰქონდა სათქმელი. გუშინწინ აქციის მონაწილეებმა დატუქსეს ისინი, იმიტომ, რომ აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე. ჩვენ ვიცით, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან მათ ბევრი საყვედური მიიღეს – ვერც კანონი წაიკითხეს, ვერც არგუმენტირებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. დღეს ყველამ ვნახეთ, სხდომაზე მათი მხრიდან იყო წივილ-კივილი, შეურაცხყოფა. ესეც არ გაუვიდათ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ადგილი, ზოგადად არც მანამდე იყო პარლამენტში და არც ახლა არის. მათ სურთ თავიანთი სიზარმაცე გააფორმონ ბოიკოტით. სხვა მიზეზს სიზარმაცის და გულგრილობის გადასაფარად ვერ მოიფიქრებდნენ.
ერთი მხრივ მადლობა შეიძლება ვუთხრათ კიდეც, რადგან ჩვენი „ხალხის ძალის“ მიზანია, პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს და აიკრძალოს. თუ მათი წევრები – კოლექტიურად, „ლელო“ და სხვანი (მაინც ყველა ერთია) არ იქნებიან პარლამენტში, მადლობასაც ვეტყვით.
ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს