კობახიძე: ო’ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები

ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, ანუ რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, სანქციები არ იყო საერთოდ ნახსენები.
პრემიერმინისტრი ირაკლი ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე.
ცოტა ხნის წინ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ “თუ ამ კანონს მიიღებენ ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობით და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე”.