პრეზიდენტი – მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია

მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტიც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ეს კრიტიკული [მომენტია], ვინაიდან, როგორც იცით, წინა დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და წლის ბოლომდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ასე რომ, ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა – ხელახლა წარდგენა არ რუსული კანონის, ვინაიდან ეს სხვა არაფერია, გარდა რუსული კანონისა, და სხვა კანონების [წარდგენა], რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს.მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, პროტესტის გაჩერების მეთოდია და იმის მეთოდია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ ევროპული გზის დაბრუნება სურთ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში