მოვუწოდებ მორწმუნე საზოგადოებას, გაემიჯნოს ერთი კაცის შიზოიდურ თეორიებს – არქიმანდრიტი ილია

მოვუწოდებ მორწმუნე საზოგადოებას, გაემიჯნოს ერთი კაცის შიზოიდურ თეორიებს – არქიმანდრიტი ილია
ერთი კაცის მიერ, პირადი ინტერესებითა და შიზოიდური შეთქმულების თეორიის რწმენით ნაკარნახევი, ხელოვნურად ინსპირირებულო პრობლემა, მისივე სახელისუფლებო დამქაშების მიერ ჩიხშია მოქცეული და ქვეყანას, ერს ეგზისტენციალური არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს. თვითონ ხელისუფლება ახდენს მდგომარეობის რადიკალიზებას, კიდევ უფრო “თამამი”, ანუ ძალადობრივი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა სრულად დაუქვემდებაროს მმართველობა მონურ ვერტიკალს. სამწუხაროდ, ამ შიზოიდურ, ერისა და ბერის, მამულისა და სარწმუნოების, მოღალატეობრივ იდეოლოგიას რამდენიმე ათეული, თუნდაც ასეული ადამიანია აყოლილი, რომლებიც ადვილად მოწყვლადი მოსახლეობის გარკვეულ მცირე ნაწილს, კიდევ უფრო აგრესიულად განაწყობენ და სიტუაცია გარდაუვალ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ. ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქისა და სასულიერო პირის, ქრისტეს მღვდლის პირდაპირი მოვალეობაა, მოვუწოდო მორწმუნე საზოგადოებას, იფხიზლონ მტრის ამ მზაკვრული გეგმის ვერ განხორციელებისათვის და ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყანას აარიდოს საფრთხე, გაემიჯნოს ძალადობას, მონობას, შიზოიდურ თეორიებსა და იბრძოლოს ერისა და ბერის ფიზიკური და სულიერი თავისუფლებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის