ჯიმ ო’ბრაიენი – კონსპირაციების თეორია თითქოს „გლობალური ომის პარტიას” სურს, რომ “ქართული ოცნება” აღარ იყოს ხელისუფლებაში, 12-წლიანი მმართველობისა, ძალიან არარეალურია

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი] ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას – თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება ისე, როგორც ახლაა ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ო’ბრაიენმა აღნიშნა, ის, რომ გლობალური ომის პარტიას სურს “ქართული ოცნება” ჩამოაშოროს ხელისუფლებას, “არარეალურია”.
“საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვით თუ ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით და თავად “ქართული ოცნების” განცხადებებით, რომ ეს არის ის გზა, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად, თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება ისე, როგორც ახლაა. ეს, რაც ვახსენე კანონთან დაკავშირებით ვახსენე, საუბრების ერთი მიმართულება იყო. არსებობს კიდევ უფრო ფართო საუბრები, რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, კონსპირაციების თეორიას და იმას, თითქოს გლობალური ომის პარტიას სურს, რომ “ქართული ოცნება” აღარ იყოს ხელისუფლებაში მიუხედავად მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ. ჩემი აზრით, ეს ძალიან არარეალურია, არასწორი და ზოგადად, არასწორი გაგებაა საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ”,- განაცხადა ო’ბრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის