ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაჭარბებულია შეფასება, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან.
როგორც მ აღნიშნა, ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
„სასტიკი მეთოდები ძალიან გადაჭარბებულია, ეს შემიძლია გითხრათ. ასეთი ტიპის ინციდენტებს კატეგორიულად ვგმობ, ასეთი რამ მისაღები არ არის, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არ არის სწორი. სისასტიკე იყო, როცა 2011 წლის 26 მაისს აქციის 4 მონაწილე მოკლეს, ეს იყო სისასტიკე. წარსულზე კი არ ვსაუბრობ, სისასტიკე ის იყო, აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არარელევანტურია, ამიტომ გაგახსენეთ წარსული. ასეთი ტიპის ინციდენტებს ვგმობ, საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, როცა საქმე შეურაცხყოფასთან, ძალადობასთან გვაქვს. ეს შეესატყვისება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, მაგრამ ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები დავამკვიდრეთ. ჩემი მოთხოვნაა ყველას მიმართ, სწორედ, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით ვიმოქმედოთ.ყველა ფაქტზეა გამოძიება დაწყებულია. მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როცა ორკები თბილისის ქუჩებში ძალადობდნენ, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, დაწვეს მანქანები, ავტობუსები, დააზიანეს არაერთი სამართალდამცავის ჯანმრთელობა, დღემდე მკურნალობენ სამართალდამცავების სტრუქტურების წარმომადგენლები შარშანდელის შემდეგ და ერთადერთი ადამიანი იყო ამისათვის დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი შარშანდელი ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ და ისიც თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ამის შემდეგ, როცა თქვენ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე საუბრობთ, უბრალოდ, ამის უფლება არ გაქვთ. არაფერს არ ვახალისებ, პირიქით, გამოძიება დაწყებულია ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიების მაღალი სტანდარტი გაქვს, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი, ამიტომ არის, რომ შარშანდელის შემდეგ, ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ამიტომ დაელოდეთ ყველაფერს… სამარცხვინო განცხადებაა, 9 აპრილს რომ ადარებთ ამას, მოიკითხეთ თქვენი პარტიის მიერ დარბეული მიტინგები. 9 აპრილს რომ ადარებთ, რაც დღეს ხდება, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „რუსული კანონის მიმღები ხელისუფლებისგან არაფერი არ უნდა გვიკვირდეს“, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ტერმინი „ცრუპენტელობაა“.„რაც შეეხება რუსულ კანონს, ეს ტერმინი ცრუპენტელობაა, რაც არაერთხელ განვმარტე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!