კობახიძე: რა თქმა უნდა, შეილახა სერიოზულად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ …

რა თქმა უნდა, შეილახა სერიოზულად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს, ასეთი არასერიოზული ნაბიჯები კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ, სანქციიის დამწესებელს, ხალხი ყველაფერს ხედავს, ჩვენ არ გვინდა, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია დაზიანდეს, ჩვენი მოწოდებაა -ს მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ასეთ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, ამიტომ, კიდევ ერთხელ პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას.

პრემიერმინისტრი .

ცოტა ხნის წინ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ “თუ ამ კანონს მიიღებენ ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობით და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები