გთხოვოთ, არ დანებდეთ, დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად – როთი აქციაზე

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა და თქვა:
თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდეთ ჩვენგან. დღეს აქტივისტები და ჟურნალისტები გვეკითხებიან რა შეიძლება ითქვას ქართულ კოშმარულ დღეებზე. გთხოვთ, ძვურფასო ქართველებო, უსმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, დებს და ძმებს. მე ვიცი რიმ თქვენი გული ბრაზით სავსეა, მაგრამ მე მიშელ ობამას სიტყვებს გავიმეორებ, თუ ისინი დაბლა მიდიან, შენ მაღლა წადი. არ დაუჯეროთ ტყუილებს, ამ კონსპირაციულ თეორიებს, თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, რადგან თქვენ იბრძვით იმისთვის რასაც ევროპა ჰქვია – თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეხა შესაძლებლობა შევხვედროდით თქვენუ მთავრობის წარმომადგენლებს ოარლამენტში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ სოლიდარობა გამოვხატოთ თქვენ მიმართ ევროკავშირში. ჩვენი მესიჯი მთავრობისადმი, მმართველი პარტიისადმი არის მკაფიო და გასაგები. გააჩერეთ ეს კანონი. დაუბრუნდით ევროპას. ჩვენ აქ ვართ სხვადასხვა თაობიდან, სხვადასხვა გამოცდილებით, მაგრამ ვართ ერთიანები ქართველ ხალხთან მეგობრობაში. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ ,არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი სიძლიერის. დარჩით ძლიერი, იყავით ფრთხილად,” – მიმართა როთმა დემონსტრანტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს