ბათუმში საპროტესტო მსვლელობა – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია-მსვლელობა – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.
ს უნივერსიტეტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი სრულიად ქალაქში უნდა გავრცელდეს.
“მოვუწოდებ აკადემიურ საბჭოს, რომ რექტორს მერაბ ხალვაშს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკან წააღებინოს. ბოიკოტს და გაფიცვას განათლებას არ ვუწყობთ, ამას ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია და ამას, ვერც ის მოღალატე 84 დეპუტატი შეუშლის ხელს. მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არ იქნება დანებების საფუძველი, ისევ გამოვალთ და ვიბრძოლებთ ჩვენი მომავლისთვის. მოვედით უნივერსიტეტში, რომ წვიმაში თავი შეგვეფარებინა, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა, საიდან ხალხო, ჩვენი უნივერსიტეტიდან უნდა გაგვაგდონ და წაგვიყვანონ რუსეთში? არა, უნდა გაბრაზდეთ და გამოხვიდეთ. ვაჩვენოთ ისევ ჩვენი თავისუფლება, ბათუმის ქუჩებში მოსწავლეებიც იდგნენ, რომლებმაც გაიფიცნენ და ჩვენთან გამოვიდნენ. საკლასო ოთახებიდან დროშებით გვეგებებოდნენ, ესაა ჩვენი თავისუფლება”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ