დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში – სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კურსი შეცვალოს და კანონპროექტი გაიწვიოს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს.
“სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – და როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა კვლავ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც ჩვენი პარტნიორები, დიდი ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას.
ეს კანონპროექტი და მისი თანმდევი დემონსტრანტების მართული დაშინება არ შეესაბამება ნატოს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გადახვევის ფუნდამენტურ რისკს ქმნის.
როგორც საქართველოს ელჩს ვუთხარი დღეს აქამდე საუბრისას, ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ახლა საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს”, – წერს განი.ს

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ