წულუკიანი რუსულ კანონზე: 2012-ის შემდეგ ეს არის ივანიშვილის და ოცნების საუკეთესო შედეგი

წულუკიანი რუსულ კანონზე: 2012-ის შემდეგ ეს არის ივანიშვილის და ოცნების საუკეთესო შედეგი
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ იმედთან საუბრისას განაცხადა:
,,კენჭი ეყარა გამჭვირვალეობის შესახებ ქართულ კანონს. რუსთაველის გამზირზე მარტივ მამრავლებად დაშლილი, დასუსტებული და ბოლომდე დანგრეული ექსტრემისტული პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ეს მოახერხა და შეძლო ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ და მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყნის გაძლიერებას, პოლიტიკურად ქართული ოცნების ხელისუფლების გაძლიერებას და ექსტრემისტული ოპოზიციის ბოლომდე ნგრევას.
დიახ, ეკლიანია გზა სუვერენიტეტისკენ მიმავალი, როდესაც ცხოვრობ დერეფანში და ძალიან ბევრი დიდი, საშუალო თუ პატარა ქვეყნის ინტერესი არსებობს შენდამი, რომ შენ დასუსტდე, ჩვენ კი გვინდა, რომ ვიყოთ ძლიერები.”

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის