გახარია: ვითანამშრომლებთ ყველა პლატფორმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან ამ პლატფორმის განხილვის თვალსაზრისით და ყველგან იქ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი იქნება დასაცავი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ იქნება ორგანიზებული, ან ვისი ინიციატივა იქნება. დღეს ყველა საქართველოს მოქალაქის ეროვნული ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი.
თქვა საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში. მ რუსული კანონის მიღების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც “ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია”.