ის გაბრაზება, რომელიც დღეს უზარმაზარია თბილისის ქუჩებში, აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება. მე მიჭირს მათ გონიერებისა ან ზომიერებისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ემოციები უნდა ვმართოთ და ვიყოთ თავდაჯერებულები. გონიერებით უნდა მივიყვანოთ დასრულებული ოცნების ბოლო დღეები არჩევნებამდე.
