ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს

მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე ავრცელებს.
“მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხის ქვეშ აყენებს მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ურთიერთობებს დააზიანებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი გაწვეულ უნდა იქნას”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ