“არ გამოიყენოთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები”- ომბუდსმენი შსს-ს

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა.
” 14 მაისის 17:15 საათისთვის მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა”- ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარედ, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
***
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – სალომე სამადაშვილმა, ტარიელ ნაკაიძემ და თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ