იოსელიანი შსს-ს: მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოთ

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი -ს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენონ. იოსელიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის დემონსტრანტების დაშლის აუცილებლობა არ დგას.
“14 მაისის 17:15 საათისთვის შსს-მ მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება გასცა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცოტა ხნის წინ, აქციაზე ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა აღარ დგას”. – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს, რომ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობის საშუალება მიეცეთ.
დღეს, 14 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი 84-ხმიანი მხარდაჭერით მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტთან დემონსტრანტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უცნობმა პირებმა პარლამენტის წინ ჯებირი მოანგრიეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავა, ნაწილის მიმართ კი წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ