ლექტორები, რომლებმაც ამ დრომდე კავკასიის უნივერსიტეტი დატოვეს

14 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა “ბიძინას გინების” გამო მისი გაშვება მოსთხოვა, მისივე ინფორმაციით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და სამსახურიდან “რეორგანიზაციის საბაბით” გაუშვეს.
ამის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ და ამის მიზეზად ხელმძღვანელობასთან შეუთავსებელ პოზიციებს ასახელებენ.
პირველი ლექტორი, რომელმაც უნივერსიტეტი დატოვა, ნიკო ნერგაძე იყო. მან დაწერა, რომ 10 წელზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის, თუმცა მიმდინარე სემესტრი უკანასკნელი იქნება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო.
იგივე გადაწყვეტილება მიიღო ნინიკო რობაქიძემაც, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლის შემდეგ თანამშრომლობს, თუმცა ახლა თანამშრომლობას წყვეტს.
უნივერსიტეტს ტოვებენ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი და წამყვანი სალომე უგულავაც. ისინი გადაწყვეტილების მიზეზად ასევე პოზიციების სხვადასხვაობას ასახელებენ.
ლექტორის პოზიციაზე მუშაობას კავკასიის უნივერსიტეტში ასევე აღარ გააგრძელებენ რუსიკო და .

ასევე დაგაინტერესებთ