შსს: არ დაუშვათ ესკალაცია, თორემ გამოვიყენეთ და კიდევ გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, “საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”.
“აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს” – აცხადებს .
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი 84-ხმიანი მხარდაჭერით მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტთან დემონსტრანტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უცნობმა პირებმა პარლამენტის წინ ჯებირი მოანგრიეს.