გახარიას გუნდი ბოიკოტს არ უერთდება – “საქართველოსთვის” წევრები

გახარიას გუნდის წევრები საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდებიან – “გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას” – ამბობენ “საქართველოსთვის” წევრები.
ისინი ამბობენ, რომ წინ აქვთ ვეტოს საკითხი, თუმცა, რას ელოდებიან ვეტოდან და მისი დაძლევიდან – არ აცხადებენ.
ისინი ამბობენ, რომ ყველა გზით იბრძოლებენ, მათ შორის, ქუჩიდანაც, თუმცა, გამოვა, თუ არა, გიორგი გახარია ქუჩაში, ახალგაზრდებთან, არც ეს უთქვამთ.
როგორ უნდა გამოიყენონ დეპუტატებმა რუსული კანონის მიმღები უმრავლესობის მქონე პარლამენტის ტრიბუნა ხალხისთვის, ან ამ კანონის შესაცვლელად – ეს, ამ ეტაპზე, უცნობია.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!