პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 2 პირი დააკავეს

sამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ 2 პირი დააკავეს. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.
აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე და რკინის ღობეზე აბრახუნებენ.