შენგელია CU-დან ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გაშვებას უარყოფს

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია CU-ს უკვე ყოფილი დეკანის, სოსო ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.
BM.GE-სთან ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ მის გაშვებას ისედაც აპირებდა, რადგან მუშაობით უკმაყოფილო იყო და გათავისუფლება ამ დღეებს “უბრალოდ დაემთხვა”.
“უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, გამეშვა. სოსო ბერიკაშვილი ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს”, – ამბობს შენგელია.
***