ქაშიაშვილი: კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ

ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია – კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ.
წერს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი.
მას შემდეგ, რაც კავკასიის ეკონომიკის სკოლის ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური პოზიციების გამო გაათავისუფლეს, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვიტეს ნიკო ნერგაძემ, ნინიკო რობაქიძემ და ლევან ბერძენიშვილმა.