ბერიკაშვილის გათავისუფლების შემდეგ ლექტორები კავკასიის უნივერსიტეტს პროტესტის ნიშნად ტოვებენ

მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გაათავისუფლეს, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ სხვა 4-მა ლექტორმა განაცხადა.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ გაათავისუფლეს კავკასის უნივერსიტეტის ეკეონომიკის სკოლის დეკანის პოზიციიიდან.
ბერიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ პირადად უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით ათავისუფლებდა, მიზეზად კი მმართველი პარტიისა დამფუძნებლის, სთვის გინება დაუსახელა.
„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე „ოფშორების კანონის“ გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა). როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას. P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში. არა რუსულ კანონს! არა რუსულ ხელისუფლებას!“ — წერს ბერიკაშვილი ფეისბუკზე
კავკასიის უნივერსიტეტს პროტესტის ნიშნად ტოვეენ ჟურნალისტები – ნიკო ნერგაძე, დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა.
„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი,“ — დაწერა ნერგაძემ სოციალურ ქსელში. “ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია – კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ”, – წერს დავით ქაშიაშვილი. “კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ – სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას”, – ამბობს სალომე უგულავა.
უნივერსიტეტი დატოვა ნინო რობაქიძეც. მისი თქმით, უნივრსიტეტის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რისიც სჯერა და რასაც სტუდენტებს ასწავლიდა.
„ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი „გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს“. დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს,“ — წერს რობაქიძე ფეისბუკზე.
უნივერსიტეტის დატოვების ლევან ბერძენიშვილიც. ამის შესახებ მანაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს,“ — თქვა ბერძენიშვილმა.
კახა შენგელიას საჯაროდ მიმართა “შავი ზღვის უნივერსიტეტის” მიწვეულმა ლექტორმა გიორგი შაიშმელაშვილმა. შენგელია ამ უნივერსიტეტის რექტორია მას შემდეგ, რაც “კავკასიის უნივერსიტეტი” “შავი ზღვის უნივერსიტეტის” ერთ-ერთი მფლობელი გახდა.
შაიშმელაშვილმა შენგელია გააკრიტიკა იმ განცხადებაზე ხემოწერისთვის, რომლითაც სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები სტუდენტთა და ლექტორთა გაფიცვას შეეწინააღმდეგნენ.
„მე პირადად გულწრფელად მჯერა, რომ იმ შემადგენლობასთან ერთად, ამ შინაარსის და სტილისტიკის ტექსტზე, თქვენი ბიოგრაფიის კაცი, არა უბრალოდ ეთიკური, არამედ ესთეტიკური მოსაზრებებითაც კი არ მოაწერდა ხელს, ზეწოლის გარეშე. თუმცა, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ფაქტი, კიდევ უფრო ამძიმებს თქვენს პასუხისმგებლობას. განსხვავებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დანიშნული სხვა ხელმომწერი რექტორებისგან, რომელთა კარიერა, მთლიანად პარტიულ კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, თქვენ ნამდვილად ვალდებული იყავით გაგეძლოთ ელემენტარული დისკომფორტისთვის, როგორც ეს თქვენმა რამდენიმე კოლეგამ გააკეთა. ამისთვის, საკმარისი იქნებოდა ოდნავი ემპათია მაინც გამოგეჩინათ თქვენი სტუდენტების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ და ფიზიკური რისკის ფასად იცავენ ქვეყნისა და საკუთარ მომავალს,“ — წერს შაიშმელაშვილი და დასძენს, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადებას არ წერს “მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების ინტერესების გამო”.
კახა შენგელია “ბიემჯისთან” საუბარში უარყოფს, რომ სოსო ბერიკაშვილი პოლიტკური ნიშნით გაათავისუფლა. მისი თქმით, ბერიკაშვილი “არაფერს აკეთებდა” და ისედაც აპირებდა გაშვებას, “უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი”.
დღეს, 14 მაისს გავრხცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, რომლებმაც გააკრიტიკეს სასწავლო პროცესის შეწყვეტა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გამო. მათი თქმით, პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. განცხადებას ხელს აწერს როგორც კავკასიის, ისე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების მცდეობის პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი. მათ შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით