ეკა ბესელია – ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ რას ჩადიან – „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება

ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი ს დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ თუ რას ჩადიან, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს და შემდგომ პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და კანონს ვეტოს დაადებს.
„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, სხვა ახსნა ამ ვითარებას არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქცია, ვერ გრძნობენ თუ რას ჩადიან, თუმცა მათი პატრონი ამას ძალიან კარგად იაზრებს. მე მგონია, რომ დღეს მათთვის ყველაზე მძიმე დღეა და მე ამ პროცესის ფინალს არჩევნებზე მათ სახლში გაშვებით ვხედავ. ქვეყანა ძალიან დახიეს უკან, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს არ ხვდები და სავაჭროდ ფინანსურ საკითხს აყენებ, ამაზე სახიფათო რა უნდა იყოს? დღეს მიიღებენ კანონს და პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა მოლოდინი არ მაქვს, რომ ყურებს შეიბერტყავენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ