გრანტ შაპსი – ქართველმა ხალხმა რუსეთის გავლენას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს

პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გზით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sky-News-თან ინტერვიუში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის ს ჩარევა საქართველოში ისევე, როგორც რუსეთი აკეთებს, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულად, ში შეჭრით. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გზით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და მტკიცედ მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის”, – აღნიშნა გრანტ შაპსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით