არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე, რომ უმრავლესობის წევრები „მონები“ და „მოღალატეები“ არიან – არავის გვეშინია – აბა მოვიდეს და დამიძახოს!

არასერიოზულია და არავის გვეშინია, სისულელეა, – ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის ხმაურის ფონზე დატოვება მოუწიათ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს“, თალაკვაძემ უპასუხა, რომ „ქვეყანას უღალატა მან, ვინც მხარს არ უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან“.
ასევე, ჟურნალისტის კიდევ ერთ რეპლიკაზე, რომ პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები უმრავლესობის წევრებს, „მონებს და მოღალატეებს“ ეძახიან, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „აბა, მოვიდეს და დამიძახოს“, რის შემდეგაც მან პარლამენტის შენობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს