„არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათა შორის, გამიკვირდა“ – ჭყონია ო’ბრაინის ბიზნესთან შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში არსებულ ბიზნესებს ხვდება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
„არ მიმიწვიეს შეხვედრაზე, სხვათა შორის, გამიკვირდა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის, ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ო’ბრაიენი ბიზნესებს შეხვდება, იგეგმება ამასთანავე არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ