ნიკო ნერგაძემ კავკასიის უნივერსიტეტი დატოვა

„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.“ – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის მედიის სკოლის ლექტორი ნიკო ნერგაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. მისი განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება კავკასიის უნივერსიტეტის პოზიციის გამო მიიღო.
„ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები” – წერს ჟურნალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ნიკო ნერგაძე.