მთავრობა: კობახიძემ და ო’ბრაიენმა ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე”. მთავრობა აღნიშნავს, რომ ირაკლი მ და ჯიმ ო’ბრაიენმა “ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”.
“ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.
პრემიე-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია -სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს” – აცხადებს ადმინისტრაცია.