რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში საწვავის გადამზიდ სარკინიგზო შემადგენლობას დრონი მოხვდა. შედეგად, სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „Baza“ იტყობინება.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავზი აფეთქდა და ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები. ინციდენტი ღამის პირველ საათზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
საგანგებო სამსახურების ცნობით, რელსებიდან სულ 9 ვაგონი გადავიდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.
