უმრავლესობის დეპუტატები სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერებზე ფიზიკურად გაიწიეს.
სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ს სიტყვით გამოსვილსას დაიწყო. ხაბეიშვილი ჰყვებოდა იმ ძალისმიერ მეთოდებზე, რომელსაც სამართალდამცველები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ბოლო პერიოდში იყენებენ. ასევე, დაშინების მცდელობებსა და ფიზიკურ ძალადობაზე, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერ დეპუტატებზე, აქტივისტებსა და რიგითი მოქალაქეების მიმართ ხორციელდება.
ხაბეიშვილს ჯერ ნინო წილოსანი გამოეპასუხა, შემდეგ მას უმრავლესობის სხვა დეპუტატები მიჰყვნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიტო სამხარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისგან გინებითა და ძალადობის მუქარით გაიქცა.
ადგილზე მყოფი ტვ „პირველის“ ჟურნალისტის ცნობით, „ოცნების“ დეპუტატი დიტო სიმხარაძე, მას შემდეგ, რაც მას ოპოზიციონერებთან მიახლოების საშუალება მანდატურის სამსახურმა არ მისცა, დარბაზიდან გავიდა და სხვა შესასვლელიდან მიეპარა ოპონენტებს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პარლამენტის ინვენტარი. ჩხუბი გაგრძელდა სხდომათა დარბაზის გარეთაც.
ამ დროს პარლამენტის საიტზე პირდაპირი ეთერი გაითიშა და თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, ანა ბუჩუკურმა და თამარ კორძაიამ სხდომიდან პირდაპირი ეთერი საკუთარ ფეისბუქგვერდებზე ჩართეს. ამის გამო პაპუაშვილმა მათ შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ როცა ჟურნალისტები დარბაზში არიან, არ არის საჭირო დეპუტატებმა გადაიღონ მიმდინარე მოვლენები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები — ირაკლი დაჩი ბერაია და — ჟურნალისტებს აგინებდნენ და უყვიროდნენ, რომ გადაღება შეეწყვიტათ.
სხდომათა დარბაზიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულები იყვნენ რიმა ბერაძე, დიტო სამხარაძე, და უმრავლესობის სხვა დეპუტატები.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სხდომა განახლდა.
პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით.