ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა

ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა.
„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ აქტივობის ზრდა ვნახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორი მიმართულებით არ წარიმართა და ჩვენ ახლა თითქმის ჩიხში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, იმან რაც რაფაჰსთან დაკავშირებით მოხდა, უკან დაგვხია“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.
ს მხრიდან არ არის ნათელი ის, თუ როგორ უნდა შეწყდეს ომი. ვფიქრობ, რომ ისინი ამას, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს არ განიხილავენ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, რომელიც პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს“, – აღნიშნა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ