ისრაელის პრეზიდენტი – ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან

ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წელს, ჩვენ განსხვავებულ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და სასწაულით, რომელიც ისრაელის სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენი გული მწუხარებით და ტკივილით არის სავსე“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორიდან მძევლების სახლებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ, სიცოცხლე უნდა ავირჩიოთ. ჩვენ არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, სანამ ჩვენი შვილები თავიანთ სახლებში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ისრაელი დამოუკიდებლობის 76-ე წელს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიებები გუშინ საღამოს დაიწყო და დღეს მზის ჩასვლამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი