„იმედი მაქვს, სანქციები იქნება პერსონალური და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა არ დაიწყება“ – გიგა ბედინეიშვილი

„იმედი მაქვს, სანქციები იქნება პერსონალური და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა არ დაიწყება“ – გიგა ბედინეიშვილი
„საპროტესტო აქციებს ძალიან მოკლევადიანი გავლენა აქვს ეკონომიკურ პროცესებზე და ამ პროცესებით დიდად არაფერი იცვლება. ქვეყანას ზიანი უკვე მიყენებული აქვს მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნება. დაისვა კითხვა, თუ საით მიდის ქვეყანა და წყდება ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს სხვა გზაზე დააყენოს ქვეყანა“, – ამის შესახებ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დასავლეთში არსებობს შიში პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერჯერობით შიშად რჩება და ეკონომიკაზე მოვლენების განვითარების მიხედვით აისახება.
რაც შეეხება სანქციებს, იგი იმედოვნებს, რომ და ევროპა საჭიროების შემთხვევაში პერსონალური სანქციებით შემოიფარგლება და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დადგება.
„ჩვენი ეკონომიკა, რომელიც პატარა და ღია ეკონომიკაა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საჭიროებს. ჩვენ კი მოველით, რომ ეს ინვესტიციები დასავლეთიდან მოდის. ამ ფონზე, როცა ამერიკა და ევროპა ხედავენ, რომ ფაქტობრივად, რუსეთს ვბარდებით, არის შიში, რომ იცვლება ქვეყნის მიმართულება და რაღა თქმა უნდა, ეს პროცესი დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
იმედი მაქვს, რომ სანამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყება, მანამდე ევროკომისია პერსონალურ სანქციებს მიმართავს, როგორც ს, ისე ხელისუფლების წევრების მიმართ. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით ყველაზე მეტად ხალხი დაზარალდება. ამიტომ, იმედი მაქვს სანქციები იქნება პოლიტიკურ ფიგურებზე. პერსონალურ სანქციებს კი არ მგონია დიდი გავლენა ჰქონდეს მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავარია ის, თუ რა კონტექსტში მოხდება სანქციების დაწესება.
ახლა არსებობს შიში ქართული ეკონომიკის მიმართ, რადგან ქვეყნის პოლიტიკური მიმართულების ცვლილებამ დიდი უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ეკონომიკაზე. ამავე დროს, არსებობს იმედი, რომ ივანიშვილის გეგმა არ იმოქმედებს და არსებული წინააღმდეგობის ფონზე, „ქართული ოცნება“ დაკარგავს ძალაუფლებას“, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მთავარი ახლა ს შედეგები იქნება. მისი თქმით, არსებობს იმედი, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს.
„ამ კანონის დამტკიცება თავისთავად არ არის სამყაროს დასასრული, მთავარია არჩევნები. იმის იმედს, რომ არჩევნებზე შეიძლება „ქართულმა ოცნება“ დამარცხდეს, ვერ აიღოს უმრავლესობა, იძლევა ის პროცესები, რომელსაც ქუჩებში ვხედავთ, როცა ასობით ათასი ადამიანია გამოსული. იმედი არსებობს, რომ ეს მუხტი არჩევნებამდე მივა და „ქართული ოცნება“ წააგებს. ამავდროულად, არის შიში, რომ თუ ეს არ გამოვა, ძალიან ცუდი შედეგები დადგება.
ჩემი ვარაუდით, დასავლეთი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რომ ამ კანონის მიღება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის დეკლარირებულ კურსს დასავლეთისკენ და ეს მართლაც სერიოზული გადახვევა იქნება. არ ვიცი, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებით ეცდება ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე დამუქრებას, მაგრამ ივანიშვილთან დიალოგს აზრი არ აქვს. კარგი იქნება, თუ ნათლად აეხსნება „ქართულ ოცნებას“, რომ მათ აღარ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა და ისინი დაკარგავენ ძალაუფლებას“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.