აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ბლინკენის პირველ ვიზიტი უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, ბლინკენი გააკეთებს განცხადებას და უკრაინისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.