ბიძინა ივანიშვილთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური – ირაკლი ქადაგიშვილი

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც, მმართველი გუნდი “გამჭვირვალობის კანონპროექტს’ შეარბილებს.
ქადაგიშვილის განცხადებით, უკვე ორი წელია, ბიძინა ივანიშვილი ორი წელია, რაც არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.
“ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური, თან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის.” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.პ

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას