Amazon სინგაპურში ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებაში მილიარდებს დებს – Reuters

Amazon სინგაპურში ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებაში მილიარდებს დებს – Reuters
Amazon-ი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სინგაპურში ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის 12 მილიარდი სინგაპურული დოლარის დახარჯვას გეგმავს (8,88 მლრდ დოლარი). ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ეს ინვესტიცია 11,5 მილიარდ სინგაპურულ დოლარს ემატება, რომელიც კომპანიამ უკვე განახორციელა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 2023 წლისთვის. რის შემდეგაც, Amazon-ის მთლიანი ხარჯები სინგაპურში 2028 წლისთვის 23 მილიარდი სინგაპურული დოლარით მეტი იქნება.
Amazon Web Services-მა (AW) ასევე გამოაცხადა თანამშრომლობა სინგაპურის მთავრობასთან, საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, რათა დაეხმარონ ხელოვნური ინტელექტისა და გენერაციული AI-ის განვითარებაში.