კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მ ბრიფინგზე ისაუბრა ევროპის და ევრაზიის საკითხებში -ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტზე და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა.
კობახიძის თქმით, შვეიცარიაში გაყინული 2 მილიარდი დოლარის გამო თავს სანქცირებულად აღიქვამს და შანტაჟის ქვეშ საუბარი არ სურს.
“ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს” – თქვა ირაკლი
ირაკლი კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ გასული თვეების მანძილზე სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის და პოლიტიკოსის მხრიდან იყო თხოვნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, თუმცა ივანიშვილმა მათაც უარით უპასუხა.