რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების [გლობალური ომის პარტიის] დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე.
მე დავაკონკრეტე ასევე, რომ აქ არ ვგულისხმობ ეროკავშირს და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლუ, თუმცა, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრიქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა.
