ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე არა მხოლოდ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, არამედ დიპლომატებსა და ევროპელ პოლიტიკოსებსაც უთხრა

ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარს ეუბნება – ინფორმაციას პრემიერი ავრცელებს.
კობახიძის თქმით, ივანიშვილმა უარი შეხვედრაზე არა მხოლოდ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, არამედ დიპლომატებსა და ევროპელ პოლიტიკოსებსაც უთხრა.
რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას, ამბობს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ისედაც თავს სანქცირებულად გრძნობს და ჯიმ ო'ბრაიენსა და სხვა დიპლომატებთან შეხვედრას თავს სწორედ ამიტომ არიდებს – „ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია”.
„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად (სანქციებზე).
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, რასაც ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება. იყო გასული დრეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით.
ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვნდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას – ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, ეს თანხა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია, როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრდა შეიძლება შედგეს, აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი მუქარები როგორც არ ჭრიდან 2022 წლის მარტიდან, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერ ახლა. ვერავინ გვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერანაირი შანტაჟის და მუქარის შემთხვევაში,“ – ამბობს .
„ტვპირველი“

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი